ცესკოს მიერ დათვლილი ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში გაიმართება.
16 ოლქიდან მეორე ტური 21 ნოემბერს შედგება თბილისის 8-ვე ოლქში.
უფრო კონკრეტულად, დედაქალაქის ოლქებში პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:
ბექა ოდიშარია – 44.81%
შალვა შავგულიძე – 29.45%
2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი
ნოდარ ტურძელაძე – 42.24%
ელენე ხოშტარია – 35.55%
3 საბურთალოს რაიონი
დავით სერგეენკო – 43.23%
ალექსანდრე ელისაშვილი – 19.16%
4 ისნის რაიონი
კახა კახიშვილი – 46, 74%
ხატია დეკანოიძე – 27.23%
5 სამგორის რაიონი
სოზარ სუბარი – 45.87%
ლევან ხაბეიშვილი – 39.18%
6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი
გია ვოლსკი – 42.69%
ზურა-გირჩი ჯაფარიძე – 21,09 %
7 ნაძალადევის რაიონი
მიხეილ ყაველაშვილი – 43.76%
შალვა ნათელაშვილი – 25.01%
8 გლდანის რაიონი
ნიკა მელია – 43.88%
ლევან კობიაშვილი – 42.69%
რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის, შემდეგ 8 ოლქში გაიმართება:
10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ქადაგიშვილი – 47,26%
გიორგი ბოტკოველი – 40.43%
12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი
ნინო ლაცაბიძე – 47.37%
დავით კირკიტაძე – 32.6%
16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი
ზაალ დუგლაძე – 49.34%
ნატო ჩხეიძე – 29.62%
23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი
ზაზა ლომინაძე – 42.16%
გრიგოლ ვაშაძე – 34.72%
28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი
რესან კონცელიძე – 40.97%
ლევან ვარშალომიძე – 37.3%
27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ჩიქოვანი – 47,91 %
მალხაზ ჯალაღონია – 36,95 %
21 ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქი
ბეჟან წაქაძე – 49,49 %
კახა გეწაძე – 26,98 %
30 ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი
ანზორ ბოლქვაძე – 46,26 %
მიშა ბოლქვაძე – 32,5 %
რაც შეეხება დანარჩენ 14 ოლქს, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს ანუ მათმა მხარდაჭერამ 50 %-ს გადააჭარბა.