პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი