კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 362-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 080 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 253 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 264-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი