გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

უწყების ინფორმაციით, N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილნი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად).

კომენტარები

დატოვე კომენტარი