ზუგდიდში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 522 ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 97 კოვიდდადებითია.

56 შემთხვევა ზუგდიდში, 13 მესტიაში, 9 სენაკში, 6 წალენჯიხაში, 5 ჩხოროწყუში, 4 აბაშაში, 3 ხობში დაფიქსირდა.

რუხის კლინიკაში 137 პაციენტი მკურნალობს. აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია მოთავსებული. მათ შორის 2 მძიმე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 67 მოქალაქე. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 108 პირი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი