ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სროლა იყო

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სროლა იყო. პოლიციამ ადგილზე ვანზები ნივთმტკიცებად ამოიღო.

როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. რომელმაც ბიზნესცენტრთან მდებარე გვრიბში ავტომობილით გადაადგილებისას სროლა განახორციელა. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი