თუ ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! – ჟორჟოლიანი ვაშაძეზე

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებული განცხადების საპასუხოდ წერს.

“რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი