საქართველოს საჰაერო სივრცე გამოყენებული იქნება რუსული კონტინგენტის ნაწილის გადასაყვანად – ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს რომ საქართველომ, ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის გადაყვანის მიზნით, რუსეთს საჰაერო დერეფანი გაუხსნა.

აბაშიძემ კომენტარი “ეხო კავკაზთან” გააკეთა. ის ამბობს, რომ საქართველომ გადაწყვეტილება  ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

“ამ ეტაპზე, საკითხის გადაუდებლობიდან და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, გადაიყვანება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებული და შეზღუდული ვადით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “, – ამბობს აბაშიძე.

ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებას ხელი 11 ნოემბერს მოეწერა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი