თბილისში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

თბილისში, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს.

ნიკა მელიას შტაბის წევრის, თამარ ზერეკიძის თქმით, შტაბს ქვები ესროლეს, რის შედეგადაც დამსხვრეულია მინები. ასევე, მისივე თქმით, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რამაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი