კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გაიმართა

კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მდუმარე აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ისინი დისტანციის დაცვით სპეციალურ სტიკერებზე იდგენენ, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის ფოტოები იყო გამოსახული.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და აშშ-ის დროშები და ასევე, საარჩევნო ოქმის გამოსახულებიანი სტიკერი ეჭირათ, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წერია, რომ არჩევნები გაყალბებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი