ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სპორტული მოედნები და სკვერები ეწყობა

ზუგდიდში ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები ეწყობა.

თამარ მეფის ქუჩაზე,  სკვერისა და ეზოს კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და  ზუგდიდის  მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

,,ზუგდიდში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 1 000 000 ლარის პროექტი ხორციელდება, სამუშაოების ნაწილი მიმდინარეობს, ნაწილი კი დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელებს მიეცათ  შესაძლებლობა,  თავიანთი სურვილისამებრ დაეგეგმათ ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ადმინისტრაციული ერთეულებისთვის. აღნიშნული პროექტი მომდევნო წელსაც გაგრძელდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ ის პროექტები, რაც მათი უბნისთვის მნიშვნელოვანია, რაშიც მუნიციპალიტეტი აქტიურად შეუწყობს ხელს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი