რეგიონის აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ყულიშკარი“-ს 10 კვ ფიდერები:  ფიდერი „გრიგოლიში“ 11:00 საათიდან 12:30 საათამდე – 210 აბონენტი;
ფიდერი „წყალსაქაჩი“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე – 65 აბონენტი გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 275 აბონენტს ( სოფ.გრიგოლიში.)

17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ლესიჭინე“- დან 10 კვ ფიდერი ზანა სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მ/ც სოფელ ზანას 415 აბონენტს.

18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ლახამულა“ გეგმიური რევიზია დიაგნოსტიკური გაზომვის სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მომსახურეობის ცენტრის 147 აბონენტს ( სოფელი ლახამულა).

18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „წალენჯიხა“-ს 10 კვ ფიდერი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის სოფელ ნაცატუს 280 აბონენტს.

ასევე 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ლია“-ს 10 კვ ფიდერი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის სოფელ ლიას 80 აბონენტს.

დღესვე, 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ეცერი“ დაზიანებული იზოლატორების გამოცვლის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მომსახურეობის ცენტრში სოფელ ეცერის 579 აბონენტს . ასევე, ჩართვა- გამორთვის დროს ელექტროენერგის 5 წუთით შეეზღუდებათ მესტიის მომსახურეობის ცენტრის 2574 აბონენტს.

ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი