გადაადგილების შეზღუდვა დღეს არ იმოქმედებს

დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაიშვება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება.

მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი