პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც ლორთქიფანიძემ განმარტა, პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება. ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი