უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14-16 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი