ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდში – 11:00დან 12:30საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში სოხუმის, ბორჯომის, კოსტავას, პაიჭაძის, წყალსადენის, ჭავჭავაძის, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:30დან 15:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში დემურიას, ჭავჭავაძის, ივარდავას ქუჩებს, სოფლებში ნაწულუკუ, რუხი, რიყე, ოდიში, ჩხორია, კორცხელი.
მარტვილში – 11:00დან 17:00საათამდე აბონენტებს ქ.მარტვილში მშვიდობის, ანჯაფარიძის, ჭყონდიდელის, ბაძაღუას ქუჩებზე, სოფლებში ნაგვაზაო, აბედათი, ნახარებაო, ხუნწი და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 12:00საათამდე ქ.მარტვილში გამსაურდიას, 9 აპრილის, თამარ მეფის, ადამიას, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, საელიაოს, ქვაითს. 13:00დან 16:00საათამდე სოფლებში ტალერი, კურზუ, დღვანა, დიდიჭყონი და მიმდებარე სოფლებში.
ხობში – 11:00დან 15:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ჭალადიდი, შუა და გაღმა ხორგს, ქარიატა, ყულევი, ახალი სოფელი. 12:00დან 17:00საათამდე სოფლებს საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ნარაზენი.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.