კორცხელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ზურაბ ხასია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც “ნიუსპორტალს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიუი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუცელში მიყენებული მძიმე ჭრილობით ზურაბ ხასია, წუხელვე, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მორიგე ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი