დღეს საქართველოში მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.