სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები პირველი თებერვლიდან გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.
გარდა ამისა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში პირველი თებერვლიდან აღდგება.
ამასთან, პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.