20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ მათთვის დღეს საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი. მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი : პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი