ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
წალენჯიხაში – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამუშაოების გამო 09:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ ჭალეში.
ზუგდიდში – 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში სოხუმის, წერეთლის, ბერიას, გრანელის, გორკის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში აბონენტების ნაწილს ნაწულუკუ, რუხი, რიყე.
სენაკში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს ქ.სენაკში მშვიდობის, ჭყონდიდელის, რუსიას, ჭავჭავაძის, შენგელიას, დემურიას,სანაიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს, აბონენტს კოლხეთის ქუჩაზე.
11:00-დან 14:00 საათამდე ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, წმ.ნინოს, ჯავახიშვილის, ვახანიას, თბილისის და მიმდებარე ქუჩებს.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.