გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 თებერვალს   ელექტროენერგიის  მიწოდება შეეზღუდება:

წალენჯიხაში – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამუშაოების გამო 09:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ ჭალეში.


ზუგდიდში – 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში 2 ჯერ 5-5 წუთით აბონენტებს ქ.ზუგდიდში ალ.ჭავჭავაძის, ანთელავას, თბილისის, აღმაშენებლის, კოსტავას, ბარათაშვილის, კ.გამსახურდიას, გოგებაშვილის, ზ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნაცატუ, კახათი.


ფოთში – 12:30-დან 13:30 საათამდე აბონენტებს ქ.ფოთში ზ.გამსახურდიას, ბათუმის, ქორქიას ჩიხი, გურიის, ქორქიას ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი