ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
წალენჯიხაში – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამუშაოების გამო 09:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ ჭალეში.
ზუგდიდში – 11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ოდიში, ყულიშკარი, ქ.ზუგდიდში ჩიტაძის II შესახვევი, წერეთლი IV შესახვევი, აღმაშენებლის, წერეთლის ქუჩებზე.
11:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს შამგონა, ინგირი, კახათი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში 2 ჯერ 5-5 წუთით ქ.ზუგდიდში არაგვისპირელის, გამარჯვების, ბარამიას, ბენდელიანის, თათარიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს ნარაზენი, ჭითაწყარი, ყულიშკარი, ჭაქვინჯი და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში 2 ჯერ 5-5 წუთით სოფელ საჯიჯაოს.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.