მალხაზ თორია სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა

მალხაზ თორია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა, რწმუნებულად დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მალხაზ თორიამ 1987-1994 წლებში დამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2020 წლის აგვიტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე – სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.

2019 წლის აგვისტო – 2019 დეკემბერი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამართველოს უფროსი.

2019 წლის იანვარი – 2019 აგვისტო – სამეგროელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

მუშაობდა ასევე კერძო კომპანიასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში,სხვადასხვა თანამდებობზე.

1995-2000 წწ – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თანამდებობები – გამოძიებელი; უფროსი გამომძიებელი, განყოფილების უფროსი.

მალხაზ თორია რეგიონში რწმუნებულის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც მისი წინამორბედი ალექსანდრე მოწერელია თანამდებობიდან გადადგა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილობის გამო. ის აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატია “ქართული ოცნებიდან”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, ასევე, 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი