რუხის კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ოჩამჩირის რაიონის მკვიდრია.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით, კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს უკვე 3406 ადამიანი ემსხვერპლა.

19 თებერვლის მონაცემებით, 388 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 331.

სულ დადასტურებულია 267 701 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 260 597 პაციენტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი