ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი

28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი