ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრეზიდენტი მასპინძლობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მმართველი გუნდის წევრები.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი