ბერა ივანიშვილის და ირაკი ღარიბაშვილის სავარაუდო ჩანაწერი ვრცელდება

ტვ პირველმა გაავრცელა აუფიო ჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. პირები განიხილავენ, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ფეისბუკზე ბერა ივანიშვილს ნეგატიური კომენტარები დაუწერეს, საუბარი არის არასრულწლოვნებზეც.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნულ ჩანაწერებთან განაცადა, რომ ის 2011 წელს არის გაკეთებული და რაღაც “ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული”.

ჩანაწერების გასვლის შემდეგ ოპოზცისიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ფეისბუკზე დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერების შემდეგ უნდა გადადგნენ თანამდებობებიდან ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე.

ჩანაწერების ეთერში გასვლის შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობამ “თავისუფლებისთვის”საპროტესტო აქცია გამართა. “მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს”, – ასეთი პლაკატებით იდგნენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმეს აქცია “შეაგინე ბერას”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი