დრო იწურება, მზად უნდა ვიყოთ მეორე მოსვლისთვის – პატრიარქი

დრო იწურება მზად უნდა ვიყოთ მეორედ მოსვლისთვის, – ამის შესახებ პატრიარქმა განაცხადა.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად. განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით”,- განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი