აბაშაში მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარება დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.