ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, – აღნიშნავს გახარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.