წალენჯიხის და სენაკის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დროებით შეეზღუდებათ.

კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00-დან 18:00 საათამდე გამოირთვება 35/6 კვ ქვესადგური „ოლორი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წალენჯიხის მ/ც 214 აბონენტს (სოფ.ოლორი და მიმდებარე სოფლები).

11:00-დან 15:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ცივი“ (ქვედაგური „ფოცხო-1“; „ფოცხო-2“) გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1224 აბონენტს (სოფლები: ლეძაძამე, ფოცხო, კოლოპია, უშაფათი და მიმდებარე სოფლები).

კომენტარები

დატოვე კომენტარი