საქართველოში წვიმებია მოსალოდნელი

8 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსია იქნება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერი +26, +28 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი