გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის  მიწოდება   15 ივნისს   შეეზღუდება: 

ზუგდიდში – 10:00დან 18:00საათამდე აბონენტებს 2 ჯერ 5-5 წუთით სოფლებში ჭკადუაში, ტყაია.


წალენჯიხაში – 11:00დან 14:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, თამარ მეფის, კალანდიას, მიქავას, მაიაკოვსკის, ზუგდიდის, გაგრინის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნაკიფუ, ზღვაია. 10:00დან 18:00საათამდე 2 ჯერ 5-5 წუთით სოფლებში ფახულანი, ლია, ობუჯი და მიმდებარე სოფლებს, ქ.წალენჯიხაში მეუნარგიას, შანავას, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებს.


მესტიაში – 11:35დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ლახამულა, ფარი, დიზი, ეცერი და მიმდებარე სოფლებს, მესტიაში ჯონდო ხაფთანის ქუჩას.


ჩხოროწყუში – 10:00დან 18:00საათამდე 2 ჯერ 5-5 წუთით ქ.ჩხოროწყუში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას, დიხამინჯიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნაკიანი, ახუთი, ნოღა, გარახა და მიმდებარე სოფლებს.


სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი