მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე – რა ქნას, მოშივდა საბრალოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.

„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში.

არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“, – წერს სააკაშვილი.

ვაშაძის თქმით, საქართველოს გადარჩენის გზა არის არც „ქოცი“, არც „ნაცი, არამედ ახალი ძალა, რომელიც უნდა აღმოცენდეს იმ პოლიტიკურ ბაზაზე, რომლებმაც თავის თავზე იტვირთეს შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნის და ხელმოწერის პასუხისმგებლობა, ინდივიდუალურ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე“.

“ამ არჩევნებშიც არჩევანი იყო რევანშსა და შიმშილს შორის. „ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა „ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი