საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.
გადაწყვეტილება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.