რესტორნებს მუშაობა ღამის 12 საათამდე შეეძლებათ

რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ. 

აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე.

“შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი