არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებული მამა-შვილი დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა ჩაუტარდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
სოფლის მოსახლეობამ 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი გადაწვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სოფლის მოსახლეობა ბრალდებული მამა-შვილის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს.