ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მდებარე, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებულ მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარამდე თანხა გაიტაცა.
შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.