1 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
სენაკში – 09:00-დან 12:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ თეკლათსა და მშვიდობის ქუჩას.
ფოთში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს:ზ.გამსახურდიას,ჭავჭავაძის,აღმაშენებელის,კლდიაშვილის,დანელიასა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე მალთაყვას დასახლების ნაწილს.
აბაშაში – 12:30-დან 14:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქოლობანს,მარანს,ტყვირისა და მიმდებარე სოფლებს.ასევე აკაკის ქუჩას.
მარტვილში – 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: დიდჭყონსა და ჭყონს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.