აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად  გაიხსნა. 

გახსნის ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა დაესწრო.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, აკვაპარკ ,,ანაკლიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და ანაკლია-განმუხური მზადყოფნაშია ვიზიტორების მისაღებად. 

პანდემიიდან გამომდინარე, აკვაპარკში ერთდროულად 400 -ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება და დილის 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იმუშავებს. (გარდა წვიმიანი ამინდისა)

აკვაპარკში შესვლის ღირებულება:  3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – უფასოა. 3-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 5 ლარი. 9 წლიდან – 15 ლარი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი