პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის ფრანგული ენის მასწავლებელს მედეა ჭაჭუას, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამკერდე ნიშანი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთა ეროვნული სკოლის კონსულტანტ კახაბერ ფარცვანიასთან ერთად, მედეა ჭაჭუას წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
ასევე, მედეა ჭაჭუა, საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდოს-აკადემიური პალმის მფლობელია.
შეხვედრას ფრანგული სკოლისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.