როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა.
კონკრეტულად სად აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას და შეესაბამება თუ არა სიმართლეს მისი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია, ამის გასარკვევად “newsportal.ge” თავად ანა დოლიძეს დაუკავშირდა, რომელიც დაგვიპრდა, რომ რამდენიმე წუთში გაგვცემდა პასუხს.
ხელმეორედ დაკავშირებისას მისმა თანაშემწემ გვიპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ “ყველა დეტალი დღეს 17:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი”.