„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად ამ დროისთვის მედიასაშუალებების 47 თანამშრომელია დაშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაჩექერი“ ავრცელებს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 მედიასაშუალების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც გაუსწორდნენ. პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებმა მათი უსაფრთხოება ვერ დაიცვეს.