ზუგდიდში მედიის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით თბილისში აქციაზე დაშავებულ ოპერატორებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მომხდარი გააპროტესტეს.

ჟურნალისტების განაცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა აქციისას მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს.

ჟურნალისტები ხელისუფლებას მიმართავენ და მოძალადეების დასჯას მოითხოვენ.

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა. შსს-მ გუშინ ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავა, დღეს კი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირია დაკავებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი