პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე რამდენიმე პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. 

დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ გაკეთებული ე.წ. ცოცხალი კორიდორის გარღვევას შეეცადნენ. ადგილზე ისროლეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის კვერცხები, ქვები და წყლის ბოთლები.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არიან პოლიციელები. აქციის მონაწილეები სპეცრაზმის შეყვანას ითხოვენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი