ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ, ძალის გამოყენებით გაიყვანა.

დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი მაია კალანდია.

საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაიტანეს ის ლეიბები და პირადი ნივთები, რომელიც მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში დღეს მიიტანეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი