მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულების ექიმი, სანდრო მათეშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ დროისთვის ყველა მედიკამენტს იღებს და ლაბორატორიული მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.
“რადგანაც ბოლო 3 დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის – კალიუმის მაჩვენებელი”, – განაცხადა მათეშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები – პულსი, წნევა, სატურაცია და გლუკოზა სისხლში ნორმაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.