კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი, ხოლო 5320 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 800 293 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 737 316 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 289 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.05%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი