ივანიშვილის რეჟიმის ხელში ვარდების რევოლუციის მონაპოვარი საფრთხეშია – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ვარდების რევოლუციის მონაპოვარს დღეს “ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება”.

“ვარდების რევოლუცია, დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის უბედნიერესი ამბის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რის დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს. ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადად მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლების და მომავლის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო და რაც არ უნდა დავუშვათ, არის ის, რომ ქვეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში, რომ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც მოხდა ვარდების რევოლუცია”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი